2014 წლის 20 იანვარს საქართველოს ეწვევა ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში - ანჯელო გნედინგერი. გნედინგერი შეხვედრებს გამართავს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან - პაატა ზაქარეიშვილთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან - დავით ზალკალიანთან.
აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს თავმჯდომარეობა 2014 წლის 1 იანვრიდან შვეიცარიამ გადაიბარა. ეს სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის პირველი ვიზიტია.
მასალის გამოყენების პირობები