საქართველოში შშ-ის სენატორთა და კონგრესმენთა დელეგაცია იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციას რომელსაც სენატორი ჯეიმს ინჰოფი ხელმძღვანელობს,ასევე შედიან სენატორი ჯონ ბუზმანი და კონგრესმენები ვერნ ბიუქენენი, ენდერ კრენშო, ენ კირკპატრიკი და სტივ პირსი, ასევე სენატის შესაბამისი კომიტეტების მრჩევლები.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია სამუშაო შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, საგარეო საქმეთა, თავდაცვის და იუსტიციის მინისტრებთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრთან, გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელთან, პარლამენტის წევრებთან და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში მხარეები მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ, საუბარი შეეხება შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.