დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებისგან პარლამენტში განსახილველი კანონპროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართა და მას პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ენერგეტიკის მინისტრი დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები