შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატის ეროვნულ დეპუტათთან და ქალაქ ბერნის მერთან ალექსანდერ ჩაპატთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა განიხილეს ბერნსა და თბილისს შორის მომავალი ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
ბერნის მერმა მზადყოფნა გამოთქვა დახმარება გაუწიოს ქართულ მხარეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითში გამოცდილების გაზიარების მიზნით. მან ასევე გამოხატა მზადყოფნა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში უმასპინძლოს დელეგაციას საქართველოდან.