სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ვიდეოჩანაწერების ათდღიანი შენახვის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. როგორც საკითხის კომენტირებისას სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განმარტა ჟურნალისტებმა მისი ნათქვამია არასწორად ინტერპრეტირება მოხდინეს.
,, ზუსტად აქ ამ ადგილას, ,,ტაბულას" ჟურნალისტმა მკითხა, რომ ათი დღე ინახება ფირები და არსებობდა თუ არა კიდევ ეს ფირები. მე ვუპასუხე რომ არ ვიცოდი რამდენი ხნის განმავლობაში ინახებოდა ჩანაწერები, რადგან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განსხვავებული რეჟიმია. ამის შემდეგ, იყო როცა ამ საქმის შესწავლა დავიწყეთ და იქ იყო პასუხი, რომ კონკრეტულად #9 დაწესებულების ვიდეოფირები 24_საათის განმავლობაში ინახება", _განაცხადა სუბარმა.
მისივე განმარტებით, ვიღაცა დაინტერესებული იყო, რომ ყოფილი პრემიერის განცხადებაზე ტყუილი ხმაური დაწყებულიყო.
,,მას, ვისაც უნდოდა, ტყუილი ხმაური დაწყებულიყო, იმას ერთი პასუხი დააკმაყოფილებდა, რომ ეს ადამიანი ციხიდან იყო გაყვანილი. რაც არ მოხდა, იმას, ბუნებრივია, ჩვენ ვერ ვიტყოდით. შესაბამისად, გაკეთდა ის განცხადება, რაც ფაქტებით დადასტურდა. ძალიან დიდი დრო წაიღო ამ ვიდეოკამერების ამოღებამ, რომ დაგვენახა რაიმე მანქანა, რომელიც შესაძლოა სასჯელაღსრულებას ან პროკურატურას ეკუთნოდა, იმ კონკრეტულ საათებში გაიარა თუ არა. არც ერთი მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.