ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ბრალის დამძიმებას ეხმიანება. როგორც საკითხის კომენტირებისას მერაბიშვილი აცხადებს ახალაია ივანიშვილის უკანონო პირადი პატიმარია.
,,ჯი-ეიჩ-ენი" მერაბიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: ,,უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ბაჩო ახალაია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ამ დროის განმავლობაში ივანიშვილის მთავრობამ და პროკურატურამ მას არაერთი ბრალი წაუყენა, თუმცა ბაჩოს წინააღმდეგ სასამართლოში განხილულმა ყველა საქმემ სრული კრახი განიცადა. მიუხედავად ამისა, პროკურატურა ყველა შესაძლო კანონიერი თუ უკანონო მეთოდით განაგრძობს მისთვის წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივების მცდელობას. თითოეული წარუმატებელი საქმის შემდეგ პროკურატურა ახალ ბრალდებას აცხობს. ამ გარემოებების გათვალისწინებით, აშკარა არის, რომ ბაჩო ახალაია უკვე ერთ წელზე მეტია, რაც წარმოადგენს ივანიშვილის უკანონო პირად პატიმარს. ახალაიას, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების პატიმრობა წარმოადგენს ივანიშვილის მცდელობას გადაფაროს საკუთარი მთავრობის შეცდომები და ხშირ შემთხვევებში დანაშაული", _აცხადებს ყოფილი პრემიერი.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიასა და თბილისის #N7 საპყრობილის ყოფილ დირექტორს მეგის ქარდავაბას ბრალი გუშინ დაუმძიმდათ.