სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის დავით საყვარელიძის ბრალდებას ეხმიანება და მას უსაფუძვლოს უწოდებს. როგორც საკითხის კომენტირებისას სუბარმა განმარტა ყოფილი პროკურორის მხრიდან არასერიოზული მსგავსი განცხადების გაჟღერება.
,,ადამიანს რომელსაც ოდესღაც პროკურორი ერქვა და ასეთ არასერიოზულ განცხადებას აკეთებს, უბრალოდ, სირცხვილია. მას თუ ჰყავს მოწმე, რომელიც ხელს იშვერს ჩემკენ, წავიდნენ პროკურატურაში დაუსახელონ ამ მოწმის გვარი და გამოძიება დაიწყონ. მაგრამ ან მას ატყუებენ, ან თავს თვითონ იტყუებენ", _განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე განმარტებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული მოკვლევის მასალები საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს მომავალში გახება.
შგახსენებთ, რომ დავით საყვარელიძის განმარტებით, სათვალთვალო ვიდეოკამერებით გადაღებული კადრები, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის საკნიდან გამოყვანას ასახავდა განადგურებულია.
მისივე განცხადებით, კადრები უშუალოდ სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის ბრძანებით განადგურდა.