,,დარწმუნებული ვარ, პროკურატურას ჰქონდა ყველა მტკიცებულება ახალაიას ბრალის წასაყენებლად", _განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის ბაჩანა ახალაიას ბრალის დამძიმების საპასუხოდ.
,,სისტემური დანაშაულებები, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სამწუხაროდ, ხდებოდა ერთეული შემთხვევა არ იყო და ის მმართველი ძალისგან მოდიოდა. საქმე რომ მაშინ გამოძიებულიყო, ცხადია, დღეს ამაზე არ ვისაუბრებდით. ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია დღეს თუ მოხდა ბრალის დამძიმება. დარწმუნებული ვარ, პროკურატურას ჰქონდა ყველა მტკიცებულება და ფაქტები ერთობლიობა, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს ბაჩანა ახალაიას ბრალი წაუყენოს", _განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიასა და თბილისის #N7 საპყრობილის ყოფილ დირექტორს მეგის ქარდავაბას ბრალი დაუმძიმდათ.