McDonalds-მა ოფიციალურ ვებგვერდზე აფხაზეთი ქვეყნად მოიხსენია და საკუთარი ბრენდის იქ განვითარების სურვილი გამოთქვა. გთავაზობთ, ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას:
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი კომპანია არსებული ბაზრებზე იყო კონცენტრირებული და მას ჩვენი ბრენდის განვითარება ახალ ბაზრებზე დროებით გადადებული ჰქონდა.
„მაკდონალდსი"გარკვეული პერიოდის განმავლობაში გააგრძელებს ამ სტრატეგიით მოქმედებას, მაგრამ მომავალში ჩვენ გავრცელებას დავიწყებთ ისეთ ბაზრებზე, სადაც ამჯამად არ ვიმყოფებით, მათ შორის - აფხაზეთშიც.
აფხაზეთის განვითარების ჩვენი გეგმებიდან გამომდინარე, ჩვენ სამართლიანად განვიხილავთ ყველა კანდიდატის განაცხადს, რომლებიც ყველაზე საუკეთესოდ დააყმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს",_ ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები