სათვალთვალო ვიდეოკამერებით გადაღებული კადრები, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის საკნიდან გამოყვანას ასახავდა განადგურებულია. ამის შესახებ, ,,ნაცმოძრაობის" დეპუტატმა დავით საყვარელიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, კადრები უშუალოდ სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის ბრძანებით განადგურდა.
,,კადრები, რომელიც გამოძიების მსვლელობის დროს აუცილებელი დოკუმენტი გახდებოდა, რათა დამტკიცებულიყო ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოყვანისა და ზეწოლის ფაქტი განადგურებულია. განადგურებაში მონაწილეობდა სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი", _განაცხადა საყვარელიძემ.