კოალიცია "ქართული ოცნება" ახალს რომ არაფერს ქმნის და აშენებს, ეს ქართულმა საზოგადოებამ უკვე იცის, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. მისი შეფასებით, სამწუხაროა, რომ არაკომპეტენტურობისა და წინა ხელსიუფლებისადმი რევანშისტული განწყობის გამო, დღევანდელი ხელისუფლება უკვე აშენებულსაც არ უფრთხილდება.
"როდესაც წინა ხელისუფლებისაგან გადაიბარა, საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის მშნებელობა დასასრულს უახლოვდებოდა და 2012 წლის ბოლოსათვის მზად უნდა ყოფილიყო, რომ ჯანდაცვის სამინისტროს 2013 წლის იანვრიდან ექიმებისა და ექთნების კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაეხსნა, როგორც ამას ატლანტის (აშშ) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტთან 2012 წლის 24 სექტემბერს ხელმოწერილი მემორანდუმი ითვალისწინებდა.
2013 წლის 13 აგვისტოს, ეშინოდა რა რომ უყურადღებოდ მიტოვებულ ტრენინგ-ცენტრთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხმაურს ატეხდა, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ შენობა დაათვალიერა და განაცხადა, რომ "შენობის რეაბილიტაციისთვის კიდევ რამდენიმეთვიანი სარემონტო სამუშაოებია საჭირო", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.