13-15 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს რესპუბლიკას ეწვევა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საკანონმდებლო ორგანოდან აცნობეს ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესთან, პარლამენტის თავმჯდომარე ენე ერგმასთან, პრემიერ-მინისტრ ანდრუს ანსპირთან და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ურმას პაეტთან.
ორმხრივი შეხვედრების დროს მხარეები განიხილავენ საქართველო-ესტონეთის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, როგორც საპარლამენტთაშორისო დონეზე, ასევე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს დაეთმობა.
ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია უსუფაშვილის საჯარო გამოსვლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონურ ცენტრში, რომელსაც ექსპერტები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, დეპუტატები და სტუდენტები დაესწრებიან.