საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 16 იანვარს ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.
მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა პროექტ "ღია მმართველობისთვის" ფარგლებში გაიმართება.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში შეხვედრა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთანაც იგეგმება.