საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ისრაელის პრეზიდენტს, შიმონ პერესს უსამძიმრებს.
"თქვენო აღმატებულებავ, ღრმად დამამწუხრა ცნობამ არიელ შარონის გარდაცვალების შესახებ. ებრაელმა ხალხმა დაკარგა თავისი უდიდესი შვილი.
არიელ შარონმა - თვალსაჩინო და მონუმენტურმა ფიგურამ, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ისრაელის სახელმწიფოს შენებაში, მისი უსაფრთხოებისა და დემოკრატიის გაძლიერებაში, რითაც სამართლიანად მოიპოვა ხალხის სიყვარული.
მწუხარების ჟამს, ჩვენ ვიზიარებთ ებრაელი ხალხის ტკივილს და
თანადგომას ვუცხადებთ მას. გთხოვთ, გადასცეთ საქართველოს მოქალაქეთა და
პირადად ჩემი გულწრფელი სამძიმარი არიელ შარონის ოჯახის წევრებსა და
მთლიანად ისრაელის მოსახლეობას", - ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.