,,ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობსი სხდომაზე გაკეთებულ განცხადება ეხმიანება. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა ,,ნაცმოძრაობა" მიესალმება, რომ პრემიერმა გააცნობიერა კოორდინაციის პრობლემის არსებობის შესახებ და ეს საჯაროდ აღიარა.
,,ჩვენ მივესალმებით, ცალსახად რომ პრემიერმა გააცნობიერა, რომ კოორდინაციის პრობლემა არსებობს და ეს განაცხადა საჯაროდ, რაც არის ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა გაექცევა პასუხისმგებლობას იმაზე რომ შარშან ჩვენ, ბიუჯეტში დავკარგეთ, დაახლოებით, მილიარდი და მთავრობა წელს იღებს ორ მილიარდამდე ახალ ვალს იმისთვის რათა დააფინანსოს ის ვალდებულებები რის დაფინასნებასას საქართველოს ბიუჯეტი ამ დრომდე უპრობლემოდ ახერხებდა ვალების გარეშე", _განაცხადა ჯაფარიძემ.
მისვე განმარტებით, კოორდინაციისა და კომპეტენციის პრობლემა არსებობას არა მხოლოდ მთავრობაში, არამედ საპარლამენტო უმრავლესობასა და მთავრობას შორის.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა მთვრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრები გააკრიტიკა და მთავრობის წევრებს კანონპროექტების წარდგენამდე, მეტი კოორდინაციისა და საკითხების შეთანხმებისკენ მოუწოდა.
,,ვისაც სჭირდებათ, მიაწოდეთ ინფორმაცია და თუ არ ჭირდებათ, რატომ უნდა გასცეთ? ერთმანეთს შეუთანხდით ხოლმე და მერე გააკეთეთ კანონპროექტის ინიცირება, ვისაც არ ეზარება, კანონპროექტის ცვლილებას აკეთებს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.