ვისაც არ ეზარება, კანონპროექტის ცვლილებას აკეთებს, - განანაცხადა საქართველოს პრემიერ-მინსტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე და მთავრობის წევრებს კანონპროექტების წარდგენამდე, უწყებებს მეტი კოორდინაციისა და საკითხების შეთანხმებისკენ. ღარაბაშვილი დაინტერესდა "საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების საკითხით და ფინანსთა მინისტრს ინიცირებული კანონპროექტის შესახებ ჰკითხა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყებას, რომელსაც სჭირდება ინფორმაცია, ფინანსთა სამინისტრომ უნდა მიაწოდოს.
"ვისაც სჭირდებათ, მიაწოდეთ ინფორმაცია და თუ არ ჭირდებათ, რატომ უნდა გასცეთ? ერთმანეთს შეუთანხდით ხოლმე და მერე გააკეთეთ კანონპროექტის ინიცირება, ვისაც არ ეზარება, კანონპროექტის ცვლილებას აკეთებს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს საგადასახადო საიდუმლოებასთან დაკავშირებული მუხლის შეცვლის ინიციატივით მიმართა. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.
კანონპროექტის მიხედვით, საგადასახდო ორგანოს უფლება ეძლევა, გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების ან გადასახადის გადამხდელის თანხმობის გარეშე გადასცეს მთავრობას, ყველა სამინისტროს, სამართალდამცავ ორგანოს, სახალხო დამცველს, და სხვა, კანონით დადგენილ სუბიექტებს, რაც, პროექტის მიხედვით, "კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისთვის" შეიძლება მოხდეს.