"ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, ხელისუფლების უუნარობის მაჩვენებელია ის, რაც დღეს პროკურატურაში ხდება.
როგორც ბაღათურიამ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, "ეს უპრინციპობა აუცილებლად დამთავრდება კონფლიქტით საზოგადოებასთან".
"პიროვნული კონფლიქტი არც ერთ ახალგაზრდა კადრთან რა მაქვს, თუმცა მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოში არსებობენ ისეთი გამოცდილი კადრები, რომლებსაც ცოდნა მიღებული აქვთ არა მხოლოდ წიგნებით, არამედ პრაქტიკამაც და ცხოვრებამაც მისცა. თუ კარგად შეარჩევს ხელისუფლება და მოძებნის კადრებს არა მხოლოდ ძმაბიჭობის, პიროვნული, პარტიული ერთგულებით, არამედ პროფესიონალიზმის გზით, შესაძლებელია ისეთი პიროვნების მოძებნა, რომლის დანიშვნა აჟიოტაჟის საფუძველი არ გახდება", - აცხადებს ბაღათურია.