დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ეპიზოდზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის ყოფილი გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის განხილვა გრძელდება.
პროცესი 12: 00 საათზე განახლდება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა მოხდება.
როგორც დაცვის მხარე აცხადებს, საქმეში ჭიაბერაშვილისა და მერაბიშვილის ბრალეულობას, ჯერჯერობით, ვერც ერთი მოწმე ვერ ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დასაქმების პროგრამის ფარგლებში ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებს.