პარალმენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე შესაბამისი ორგანოების რეაგირებით უკმაყოფილოა. როგორც საკითხის კომენტირებისას უსუფაშვილმა განმატა საკმარისი დრო გავიდა იმისთვის რომ ამომწურავი პასუხი მივიღოთ იმ ორგანოების მხრიდან ვინც ამ ფაქტის თაობაზე მოკვლევას აწარმოებენ.
,, მნიშვნელობა არ აქვს ვინ სვამს კითხვას, თუნდაც ის ადამიანი იყოს რომელსაც ათჯერ, ასჯერ მეტი პრობლემები აქვს ქვეყნის, კანონის და სასამართლოს წინაშე, ყველა კითხვას უნდა გაეცეს მკაფიო და დროული პასუხი ხელისუფლების მხრიდან. მე პირად მთლად კმაყოფილი ვარ პასუხების დროულობით, ან პასუხების სისრულით, იგივე ვანო მერაბიშვილის პირველი განცხადებიდან საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ მივიღოთ საკმაოდ ზუსტი და ამომწურავი პასუხი იმ ორგანოების მხრიდან ვინც ამ ფაქტის თაობაზე მოკვლევას აწარმოებენ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება", _განაცხადა უსუფაშვილმა.