საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვოლგოგრადში მომხდარ ტერორისტულ აქტებთთან დაკავშირებით მხუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ:
,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ვოლგოგრადში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, რომელთაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის მხვერპლი მოჰყვა.საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმს. ჩვენ მთელ პროგრესულ სამყაროსთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ყველაზე ანტიჰუმანური მოვლენის დასამარცხებლად. ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს და მთელ რუს ხალხს", _ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.