დღეს, ოთარ მეღვინეთუხუცესის მემორიალური დაფა გაიხსნა. ცნობილი ქართველი
მსახიობისა და მრავალი თეატრალური ჯილდოს მფლობელის მემორიალი, მისივე სახცხოვრებელი სახლის ფასადზე გაკეთდა. მემორიალური დაფის შექმნაზე კონკურსი თბილსის მერიამ გამოაცხადა და საუკეთესო ნამუშევრისთვის თანხა დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყო. მსახიობის სახლთან დღეს, ოთარ მეღვინეთუხუცესის ოჯახის წევრები და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მემორიალის გახსნას გიგი უგულავა, თბილისის ვიცე-მერი სევდია უგრეხელიძე და თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა დაესწრნენ.