პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, მთავარი პროკურორის თემა მისი პრეროგატივა არ არის და აღნიშნული საკითხი ეხება ხელისუფლებასა და იმ პირებს რომელიც ამ თემას კურირებენ.
,, რაც შეეხება მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დარჩენას, არ მოხსნას, ამასაც მინდა შემდეგნაირად შეხედოთ. საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს პარალმენტში არა მთავარ პროკურორს და არა მინისტრების კანდიდატურას, არამედ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. შესაბამისად მთავარი პროკურორის თემა აღმასრულებელ ხელისუფლებას ეხება, ეხება იმ პირებს რომელიც ამ თემას კურირებენ. მივცეთ მათ შესაძლებლობა ჩამოაყალიბონ თავიაანთი პოზიცია", _განაცხადა მარგველაშვილმა.