,,შეკითხვა დიპლომის ავთენტურობის თაობაზე პრეზიდენტთან შეკითხვა არ არის", _განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დიპლომის წარმომავლობის კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, ის არ არის პირი, რომელიც დოკუმენტაციას ამოწმებს.
,,შეკითხვა დიპლომის ავთენტურობის თაობაზე პრეზიდენტთან შეკითხვა არ არის, ასეთ კითხვებს უსვამენ ან შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს, არქივის წარმომადგენლებს და ა.შ. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც დოკუმენტაციას ამოწმებს", _განაცხადა მარგველაშვილმა.