სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკთხთა მინისტრი სოზარ სუბარი ,,გენერალური ინსპექციის შესახებ" კანონში შესტან ცვლილებებს ეხმიანება. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან სუბარმა განმარტა ცვლილებების განხორციელების შემდეგ გენერალურ ინსპექციას ადმინისტრაციული წესით ადამიანის დაკავების უფლება ექნება.
,,გენერალურ ინსპექციას დღემდე არ ჰქონდა უფლება, ადმინისტრაციული წესით დაეკავებინა ადამიანი, როდესაც ამის აუცილებლობა არსებობდა. მაგალითად, ვიცით, რომ თანამშრომელი იმყოფება ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ციხის ტერიტორიაზე ვერ შედის პოლიცია, ჩვენი საგამოძიებო დეპარტამენტიც ვერ გამოიძიებს, რადგან არ აქვს ადმინისტრაციული წესით დაკავების უფლება. დღეიდან გენერალურ ინსპექციას ადმინისტრაციული წესით ადამიანის დაკავების უფლება ექნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა სუბარმა.