2020 წლისთვის საქართველოში ათასობით IT სპეციალისტი უნდა მუშაობდეს, ასეთია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გეგმები, რომელზედაც დღეს ვრცლად თავად მინისტრმა ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ეს სპეციალისტები შექმნიან ინოვაციებს და განახორციელებენ IT პროდუქტების ექსპორტს.
„ჩვენი კიდევ ერთი პრიორიტეტია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება. მიმდინარე წელს აქტიურად დავიწყეთ მუშაობა პროექტ - „ინოვაციური საქართველო 2020"-ის შექმნაზე. ჩვენი პროგნოზით, 2020 წლისთვის საქართველოში ათასობით IT სპეციალისტი უნდა მუშაობდეს, რომლებიც შექმნიან ინოვაციებს და განახორციელებენ IT პროდუქტების თუ მომსახურებების ექსპორტს. საერთო შემოსავლებმა IT ექსპორტისგან 1,1 მილიარდი დოლარი უნდა შეადგინოს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მსოფლიო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან, გლობალურ კომპანიებთან: გუგლი, სისკო, ორაკლი, HP და სხვა"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.