ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე წელი ტრანსპორტის სფეროსთვის იყო ნაყოფიერი. მ
მისი ინფორმაციით, ნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული ქვეყნის სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის ზრდის მიმართულებით.
„კერძოდ, 7-წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთთან საავტომობილო გადაზიდვები აღდგა. დღეის მდგომარეობით გაცვლილია 1000-ზე მეტი ერთეული ორმხრივი და ტრანზიტული გადაზიდვის ნებართვა. ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის 4-ჯერ შემცირდა ტრანზიტულნომრიანი მიკროავტობუსების თურქეთის ტერიტორიაზე ტრანზიტის საფასური.
განახლდა და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტზე"- განაცხადა მინისტრმა.
ასევე, ევროსტანდარტებთან დაახლოების და ქვეყნის სანავიგაციო სისტემის ევროპის საჰაერო ნავიგაციის სისტემაში ინტეგრაციის მიზნით საქართველო ევროპის სააერნაოსნო უსაფრთხოების ორგანიზაციაში გაწევრიანდა.