საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისთვის უკრაინაში შესვლის აკრძალვას ეხმიანება. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს მისი გული კვლავ უკრაინელ ხალხთან რჩება.
,,სამწუხაროდ, როგორც ჩანს, უახლოეს კვირებში ჩემს მეორე სამშობლოში უკრაინაში ჩასვლის შესაძლებლობა არ მექნება. თუმცა ჩემი გული და სული ჩემს უკრაინელ დებთან და ძმებთან რჩება, რომლებიც თავიანთი დამოუკიდებლობისთვის, თავიანთი თავისუფლებისა და დამსახურებული ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. დარწმუნებული ვარ, მალე ისევ შევხვდები მათ ლამაზ და თავისუფალ კიევში, რათა მათი დემოკრატიული ტრიუმფი აღვნიშნოთ. გაუმარჯოს, უკრაინას!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა დეპუტატ ოლეგ ცარევის მოთხოვნის საფუძველზე უცხოეთის 36 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მათ შორის საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.