საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანებით იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მოადგილედ ალექსანდრე ტაბატაძე დაინიშნა.
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაინიშნოს ალექსანდრე ტაბატაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ", _ნათქვამია პრემიერის ბრძანებაში.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ტაბატაძე ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მისი მოადგილე იყო.