,,ოთარი უაღრესად კარგი სპეციალისტია და ვიმედოვნებთ, მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას", _განაცხადა შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიმართ გაჩენილი ბრალდების კომენტირებისას.
"მთავარი პროკურორი ნასამართლევი არ არის, ამიტომ მას შეუძლია მუშაობა. გადასამოწმებელია, არსებობდა თუ არა ძველი ნასამართლეობა, რომელიც შესაძლოა, უკვე გაქარწყლებულია. თანამდებობაზე მისი ყოფნით კანონი არ ირღვევა. ბატონი ოთარი არის უაღრესად კარგი, გულმოდგინე პატრიოტი თავისი ქვეყნის, კარგი სპეციალისტია და ვიმედოვნებთ, მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას", - განაცხადა ჭიკაიძემ.