,,უგულავას ურჩევნია პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომელიც გამოძიებას მასთან აქვს", _განაცხადა კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრმა მანანა კობახიძემ გიგი უგულავას მხრიდან მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისადმი გაჟღერებული ბრალდების საპასუხოს.
კობახიძის განმარტებით, გიგი უგულავს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ბევრი რამ საეჭვოა.
,, ამ განცხადებაში ბევრი რამ საეჭვოა, შესაბამისად ეს არის ის მეთოდი რომლითაც ,,ნაცმოძრაობა" ბრძოლა დაიწყო. უგულავას ურჩევნია პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომელიც გამოძიებას მასთანა აქვს და გამოძიებას თავი არ აარიდოს", _განაცხადა კობახიძემ.