თბილისის ვიცე-მერის სევდია უგრეხელიძის განმარტებით როცა ხელოვნურად ხდება თბილისის მერობის კანდიდატების ჩამოშორება, ამ ფონზე ხელისუფლებას საკუთარი კანდიდატი შეუძლია დედოფლად, ან მის საქართველოდ აირჩიოს.
,, პროცედურულად, რადგან თბილისის მერს აპელაციის უფლება გააჩნია, ამ უფლებით ისარგებლებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება მე ვასრულებ თუ არა მერის მოვალეობას. დღეს-დღეობით ვარ ქალაქ თბილისის მერის პირველი მოადგილე, ვიცე-მერი. რაც შეეხება გიგი უგულავას მიმართ ახალ-ახალი ბრალდებების გამოცხობას, ეს სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური დევნის გარდა გზის გაწმენდა თავიაანთი კანდიდატისთვის. ასეთი ბრალდებებით და ხელოვნურად კონკურენტების ჩამოშორებით თავიაანთი კანდიდატი მერად კი არა, შეუძლია დედოფლად, ან მის საქართველოდ აირჩიონ", _განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.