,,გასული წელი საგარეო პოლიტიკის კუთხით წარმატებული აღმოჩნდა", _ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ სამინისტროს ერთწლიან მუშაობის შეჯამებისას განაცხადა.
,,გასული წელი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგი და ნაყოფიერი იყო. ის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა საგარეო პოლიტიკის კუთხით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ყოფილა. საქართველოს საგარეო პოლიტიკა წლების განმავლობაში ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანასთან ურთიერთობისას, ასევე საერთაშორისო ფორმატებში რამდენიმე მთავარი მიზნისკენ იყო მიმართული, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გამტკიცებისთვის საერთაშორისო ჩართულობის უზრუნველყოფა, საქართველოს ევროპულ და ევროატლანიტკური ინტეგრაციის მიზნების განხორციელების კუთხით კონკრეტული შედეგების მიღწევა, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და მეზობეელ და პარტნიორ ქვეყნებთან არსებული ურთიერთობების გაღრმავება, ასევე რუსთეთთან ურთიერობის დეესკალაცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული დაცვის საფუძველზე", _განაცხადა U ფანჯიკიძემ.