თბილისის მერი გიგი უგულვა გეგმავს რომ სამართლებრივი ბრძოლა გააგრძელოს. ამის შესახებ, გიგი უგულავამ მერიაში გამართულ მერიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
,,სამართლებრივ ბრძოლას გავგრძელებ, იქნება ეს საკონსტიტუციო სასამართლო, აპელაცია თუ სხვა რამ. ამას არ გავაკეთებ იმისთვის, რომ თანამდებობას ვეკიდები, თქვენ კარგად იცით რომ მე ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, თანამდებობა ჩემთვის მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი არასდროს არ ყოფილა. თუმცა ამას გავაკეთებ იმისთვის, რომ ქვეყანაში არ დუშვა სავალალო პრეცედენტის შექმნა, რომელიც გუშინ ღამის პირველ საათზე მოხდა", _განაცხადა უგულავამ.
მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ სასამართლო საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა.
,,დღეის ამას იქით მოყოლებული სასამართლო ვეღარ გაუძლებს ნებისმიერი მთავრობას იქნება დღეს, თუ ხვალ სხვა, ყველა მთავრობას ცდუნება ექნება მისთვის არასასურველი არჩეული პოლიტიკური თანამდებობის პირი, თუ არჩეული პოლიტიკოსი ასე პარტიზანულად, ზეპირი მოსმენით, არგუმენტების გაზიარებისა, თუ გარჩევის გარეშე საზოგადოების ზურგს უკან გადააყენოს", _განაცხადა უგულავამ.