თბილისის მერის უფლებამოსილებას სევდია უგრეხელიძე შეასრულებს, რომელსაც მერის პირველი მოადგილის თანამდებობა უკავია.
"საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონში აღნიშნულია, რომ მერის დროებით არყოფნის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას მერის პირველი მოადგილე - ვიცე-მერი შეასრულებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას დედაქალაქის მერის უფლებამოსილება შეუჩერა.