12 მარტს, 17:00 საათზე, ქართულ-ამერიკულ უნივერისტეტში (GAU) პაატა ვარდანაშვილის ფოტოგამოფენა სახელწოდებით "გავაპიაროთ საქართველო" გაიხსნება.
როგორც გამოფენის ორგანიზატორებმა "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს, გამოფენაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის, ისტორიული საინგილოსა და ტაო-კლარჯეთის ფოტოები გამოიფინება.
გამოფენის ორგანიზატორები თბილისის პიარ სკოლა "ჯეპრა" და კომპანია "თებულოტური" არიან.
პაატა ვარდანაშვილს პერსონალური გამოფენა თბილისის გარდა, თურქეთში, შოტლანდიაში, გერმანიასა და უკრაინაში ჰქონდა.