პარტია "საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მიერ დაგემილი საპროტეტო აქციების პერიოდში, რომელიც 9 აპრილს დაიწყება, რუსეთისგან პროვოკაციის საფრთხეს ვერ ხედავს. სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ზურაბიშვილი აცხადებს, რომ "პროვოკაცია თუ იქნება, იქინება საქართველოს ხელისუფლებისდან" და რუსეთს აფრთხილებს არ აჰყვეს არანაირ პროვოკაციას.
"ვაფრთხილებ რუსეთს რომ არ აყვეს რამე პროვოკაციას, რადგან პროვოკაცია თუ იქნება ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. რუსეთის მიერ ნებისმიერი ფორმით იარაღის ჩხარუნი ამ პერიოდში იქნება დასტური იმისა, რომ რუსეთი მხარს უჭერს სააკშვილს. დღეს რუსეთს ყველაზე მეტად აწყობს Qასეთი დისკრედიტებული ნდობადაკარგული ხელისუფლება, რომელიც გააჩნია საქართველოს, _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ყველამ იცის და ეს ბუნებრივია ყველა ქვეყანაში, რომ თუ რამე პროვოკაცია დაიწყება, ეს ყოველთვის ამაგრებს იმ ხელისუფოლებას რომელიც არის იმ მომენტისათვის.
სააგენტოსტან საუბარში სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას არ სჯერა, რომ რუსეთისგან ახლა რაიმე საფრტხე მოდიოდეს, რადგან იგი მიიჩნევს, რომ რუსეთმა საქართველოში მიიღო ყველაფერი რისი მიღებაც შეეძლო.
"დღეს დაწყებულია სხვა პროცესები რუსეთ-ამერიკასა და რუსთ-ევროკავშირს შორის. აქ მიღებული აქვს ყველაფერი რისი მიღებაც შეეძლო და იქ ბევრი აქვს მისაღები და დაწყებულია ახალი მოლაპარაკებები.ამიტომ მე არ მჯერა რუსეთის საფრთხის. რუსეთმაც უნდა გაიგოს, რომ ეს ხელისუფლება გათავდება. რუსეთმა ისიც კარგად იცის, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში თავის პრიგრამაში იქნება ის რომ რუსეთთან რაღაცნაირად უნდა გადავიდეს ნორნალურ ურთიერთობაში. უნდა დავიწყოთ აღდგენა მეზობელთან ნორმალური ურთიერთობის. ეს არ ნიშნავს ყველაფრის დათმობას, მაგრამ ჩვენ ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სალიომე ზურაბიშვილმა.