საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირკალი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა ადამიანი, მათ შორის, თბილის მერი გიგი უგულავა ვალდებულია გამოძიების შეკითხვებს უპასუხოს.
,,მე დღეს მოვისმინე პროკურატურის განცხადება. ძალიან მარტივად არის საქმე. როცა ადამიანის მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა უგულავა იქნება თუ სხვა ვინმე, გამოძიებას კითხვები აქვს, მათ პასუხები უნდა გაეცეს. ეს მოხდება ცივილიზებულად, ევროპულად, დემოკრატიულად და რაც მთავარია, პროცესი გამჭვირვალე იქნება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.