უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, მთავრობა პრობლემების მოგვარების ნაცვლად პოლიტიკური ოპონენტების განადგურების მცდელობითაა დაკავებული.
ბოკერია გიგი უგულავას მიმართ ბრალის წარდგინებას პოლიტიკური დევნის გაგრძელებად მიიჩნევს.
,, ეს არის პოლიტიკური დევნის ნაწილი. პრობლემების გადაჭრის ნაცვლად მთავრობა დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების განადგურების მცდელობით. ეს არაფერს არ მოუტანს მათ, ეს ვერ გაგვაჩერებს ჩვენს, მაგრამ დააზიანებს ქვეყანას", _განაცხადა ბოკერიამ.