,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI-ის) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 75% მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მისი ოჯახი იგივე მდგომარეობაშია. NDI-ის კითხვაზე ,, ყველაფრის გათვალისწინებით 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ თქვენი და თქვენი ოჯახი შედარებით ხართ? გამოკითხულთა 75% მიიჩნევს, რომ მისი ოჯახი იგივე მდგომარეობაშია, 15% -ის აზრით, მისი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო 10% მიიჩნევს, რომ მისი ოჯახის მდგომარეობა გაუარესდა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბერის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,915 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) დაატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/-2.9%