,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI-ის) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 5 % შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა ვისთვისაც მისაღებია სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა რუსეთთან აფხაზეთის გავლით. NDI-ის კითხვაზე ,, მისაღებია თუ არა სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა რუსეთთან აფხაზეთის გავლით"? გამოკითხულთა 70%-ის მისაღებია, 19 %-ის მიუღებელია, ხოლო 11%-მა არ იცის მისაღებია თუ არა სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა რუსეთთან აფხაზეთის გავლით.
რაც შეეხება სექტემბერში ჩატარებულ კვლევას ანალოგიურ კითხვაზე რესპონდენტთა 75%-თვის მისაღები იყო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა რუსეთთან აფხაზეთის გავლით, ხოლო 15%-თვის მიუღებელი, 9%-მა კი არ იცოდა მისაღებია იყო თუ არა სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა რუსეთთან აფხაზეთის გავლით.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბერის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,915 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) დაატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/-2.9%