2013 წლის ნოემბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 8.8%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 42 664 ერთეული შეადგინა. ნოემბერი 2010-2013 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახად ზრდით გამოირჩევა: 2010 წლის
ნოემბერთან (31 773 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 34.4%-ით, 2011 წლის ნოემბერთან (36 733 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 16.1%-ით და 2012 წლის ნოემბერთან (39 218 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 8.8%-ით.
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 3.3%-ით შემცირდა: ზრდა დაფიქსირდა პირველადი (3.9%-ით), ხოლო კლება - მეორადი (4.9%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2013 წლის ნოემბრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი
2010 =100) დაფიქსირდა 1.014 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (0.932). აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზრდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (9.1%-ით), ისე მეორადი (8.7%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2013 წლის ნოემბრის თვეში პირველადი
სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 8 679, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 33 985 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.784 და 1.096 დონეებზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, მდგომარეობა უცვლელი დარჩა: ა.წ. ნოემბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 79.7%-ს მეორადი, ხოლო 20.3%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ.