პარალმენტი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი ამაყია რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეას ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ, უსუფაშვილმა ,,ქორთიარდ მარიოტში" განაცხადა სადაც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო თანამშრომლობის სესია გახსნა.
,,შავი ზღვის რეგიონი შედგება ქვეყნებისაგან, რომლებსაც აქვთ საერთო საზღვრები, საერთო გეოგრაფიული მდებარეობა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, არ აქვთ საერთო სტრატეგიული მიზნები. ამ ორგანიზაციამ დაამტკიცა, რომ მიუხედავად სხვადასხვა სფეროებში ქვეყნებს შორის არსებული განსხვავებისა, შესაძლოა, საერთო მიზნების მიღწევისთვის თანამშრომლობა. ამაში თავის მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ პოლიტიკოსებს და ქვეყნის პარლამენტებს.საქართველოს პარლამენტი ამაყია იმით, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეას ხელმძღვანელობდა და მის წარმატებულ საქმიანობაში გარკვეული წვლილი შეიტანა", _განაცხადა უსუფაშვილმა.
სესია თბილისში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ის ხვალ დაიხურება.