თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. როგორც ახალაიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია განმარტებული მსგავსი მეთოდების გამოყენებით, ოპოზიციას ვერავინ ვერ დააშინებს.
„მთავარი ოპოზიციური ძალის გენერალური მდივნის მიმართ იმ მეთოდების გამოყენება, რომელსაც 1937 წელს მიმართავდნენ, კიდევ ერთხელ აშკარად ადასტურებს, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს არა რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედებები, არამედ წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა, რომელიც სულ უფროდაუფრო ძალადობრივ ხასიათს ღებულობს. ამით ვერავინ დააშინებს ან შეაფერხებს ოპოზიციას. პირველ რიგში, ხელისუფლების ასეთი ქმედება ფუნდამენტურ ზიანს აყენებს სახელმწიფოს და მის პრესტიჟს. ამ საქმის იდეოლოგებსა და შემსრულებლებს შევახსენებ, ასეთი საქციელის გამო მათ მოუწევთ პასუხი აგონ საქართველოს მოქალაქეების წინაშე, ოღონდ ეს არ იქნება პოლიტიკური დევნა, რასაც თავად ახორციელებენ"- ნათქვამია ახალაიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.