საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობის კანცელარიაში, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს იგორ კორმანს ხვდება.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს ქართული მხარის მხრიდან შეხვედრას ესწრებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ვანო მაჭავარიანი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე.
შეხვედრაზე მხარეები საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკებს შორის ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივები განიხილავენ