„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ბიუჯეტი.
ასევე დამტკიცდა ხაზინადართა საბჭოსა და გაერთიანების სათათბიროს დებულებები, აირჩიეს ხაზინადართა საბჭოს თავმჯდომარე და მისი წევრები.
პოლიტიკურმა საბჭომ ხაზინადართა საბჭოს თავმჯდომარედ ნინო კალანდაძე აირჩია.