ქართველი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
"დიდი ქართველი კლასიკოსი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოსცა სპეციალური განკარგულება. განკარგულების მიხედვით, მთავრობა სარეზერვო ფონდიდან მატერიალურ დახმარებას გაუწევს ჭაბუა ამირეჯიბის ოჯახს. სახელმწიფო ასევე სრულად უზრუნველყოფს ქართველი მწერლის დაკრძალვის ხარჯებს", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართველი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი 92 წლის ასაკში წუხელ გარდაიცვალა.