ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მე-14 სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
სხდომა, რომელსაც, როტაციის პრინციპით, წელს ქართული მხარე, კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, თავმჯდომარეობს.
სხდომაზე ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანელობს ლიტვის რესპუბლიკის, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი.
შეხვედრაში ევროკავშირის მხრიდან, ასევე, მონაწილეობს ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე.