არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივა" პარლამენტში სოსო ჯაჭვლიანსა და გია ბარამიძეს შირის მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთვაზობთ: ,, ჩვენ მიგვაჩნია, რომ როდესაც ქვეყანაში ამდენი პრობლემაა: განსახილველია ბიუჯეტი, თვითმმართველობის რეფორმაში შესატანია ცვლილებები, გადასაწყვეტია მრავალი სოციალური პრობლემა, არ შეიძლება ამდენი სიძულვილის გამოხატვა ერთმანეთის მიმართ და პარლამენტის ნორმალური მუშაობის ხელის შეშლა.უნდა დასრულდეს სიძულვილით საუბარი, ოპონენტების ფიზიკური შეურაცყოფა, შერჩევითი სამართალი, რისი მაგალითების სამწუხაროდ ბევრია - თუნდაც ლუკა კურტანიძე, რომელიც ფიზიკურად შეეხო ფედერაციის წევრებს და არ დაისაჯა, შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, რომელმაც პარლამენტარ აკაკი ბობოხიძეს ნაბიჭვარი უჭოდა და სხვ. ჩვენ მოვითხოვთ, პარლამენტის თავმჯდომარემ დროულად გაარკვიოს აღნიშნული ინციდენტი და უზრუნველყოს, რომ პარლამენტმა დროულად მიიღოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები", _ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები