გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გვიდო ვესტერველე მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას თავი შეიკავოს ძალადობისგან და რეალური პოლიტიკური დიალოგი დაიწყოს. ვესტერველეს განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„დემოკრატიის პირობებში მშვიდობიანი დემონსტრაციები არ შეიძლება აკრძალული ან შეჩერებული ძალის გამოყენებით. პროტესტები არის ხალხის აქტიური გამოხატულება ევროპული უკრაინისკენ სწრაფვისა.
მე დაჟინებით მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას თავი შეიკავოს ნებისნიერი ფორმის ძალადობისგან", _ ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში და ივე აღნიშნულია, რომ მაიდნის დარბევის ნაცვლად რეალური პოლიტიკური დიალოგი უნდა დაიწყოს.
„ევროკავშირი და ევროსაბჭო მზად არის დახმარებისათვის და კიევში ეს კარგად იციან", _ აცხადებს ვესტერველე.
მასალის გამოყენების პირობები