საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 5 დეკემბრის განკარგულებით, ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა ზურაბ ბერიძე, უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კონსტანტინე ჟღენტი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ლადო ჭანტურია, იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ლევან ცინცაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დავით აფციაური, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად იოსებ ჩახვაშვილი. ასევე, 2014 წლის 1 თებერვლიდან იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა გრიგოლ ტაბატაძე.